თავში

9 მილიონი აშშ დოლარი ლურჯი მოცვის გასაშენებლად

9 მილიონი აშშ დოლარი ლურჯი მოცვის გასაშენებლად
9 მილიონი აშშ დოლარი ლურჯი მოცვის გასაშენებლად

9 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება გურიაში, დაბა ლაითურში ლურჯი მოცვის პლანტაციის გასაშენებლად. პროექტის პრეზენტაციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ დარგი მზარდია და მას სახელმწიფო ხელს უწყობს. ,

"ლურჯი მოცვის დარგი ეს არის ის დარგი, რომელსაც ბოლო წლებში განსაკუთრებით შეუწყო ხელი სახელმწიფომ - 14 მილიონი ლარი მარტო სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან დაიხარჯა, ხოლო ისეთი ბერკეტებით, როგორიცაა საპარტნიორო ფონდი, ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტია ამ დარგის სახელმწიფო მხარდაჭერა. შესაბამისად, გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგი - დღესდღეობით 500-ზე მეტი კომპანიაა ჩართული ამ ბიზნესში", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

კომპანია „ეფკო“ ფლობს და მართავს 32 ჰექტარ ლურჯი მოცვის პლანტაციას გურიაში, დაბა ლაითურში. კომპანიის საკუთრებაშია ჯამში 326 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის სრულად ათვისებას კომპანია მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს.

პლანტაცია, რომლის გაშენებაც 2012 წელს დაიწყო, 2016 წელს სს „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტიციის შედეგად გაფართოვდა და ქვეყანაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ლურჯი მოცვის პლანტაცია გახდა. შპს „ეფკომ“ აღნიშნული პლანტაცია 2020 წლის ზაფხულში საჯარო აუქციონის შედეგად შეიძინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system