თავში

9 თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

9 თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა
9 თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

საწვავის იმპორტი იანვარ-სექტემბერში, წინა აწლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,3%-ით შემცირდა. საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 2019 წლის 9 თვეში  779,4 ათასი ტონა შეადგინა.

 ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით,  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 231.7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 215.5 ათასი ტონა (27.6%), აზერბაიჯანი - 122,4 ათასი ტონა (15.7%), თურქმენეთი - 87.9 ათასი ტონა (11.3%); ბულგარეთი - 68,3 ათასი ტონა (8,8%), საბერძნეთი - 45,9 ათასი ტონა (5,9%) და სხვ.

რაც შეეხება 2019 წელს, პირველი 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 403,4 ათასი ტონა, რაც 2 ათასი ტონით (0,5% ) ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ,  ჩვენი შეფასებით ეს მონაცემები უნდა შევაფასოთ დადებითად ვინაიდან ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაზრდილია ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი (დღეისათვის დაახლოებით საქართველოში 80 ათასამდე ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს). რომლის საწვავის ხარჯიც მნიშვნელოვნად ნაკლებია სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით, თუმცა ისინი ძირითადად გამოიყენება ტაქსებად, რაც ბენზინის მოხმარებას პრაქტიკულად არ ამცირებს.

განსაკუთრებით შემცირებულია დიზელის საწვავის იმპორტი კერძოდ: 2019 წელს, პირველი 9 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 376,0 ათასი ტონა, რაც 33,1 ათასი ტონით (8,0%) ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი და მოხმარება მცირდება იმ პირობებში, როცა იზრდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველწლიური იმპორტი, სატრანზიტო გადაზიდვები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system