თავში

აბაშაში ხორბლის მოსავალს იღებენ

​აბაშაში ხორბლის მოსავალს იღებენ
აბაშაში ხორბლის მოსავალს იღებენ

აბაშაში ხორბლის მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია.  აქ წელს ხორბალი 200 ჰექტარამდე მიწის ფართობზეა მოყვანილი. აბაშის მუნიციპალიტეტში ხორბლის მოყვანა ფერმერებმა გასულ წელს განაახლეს.ხორბლის მსხვილ მწარმოებლებთან ერთად პროცესს წელს მცირემიწიანი ფერმერებიც შეუერთდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის ტექნიკა. 

თავად ფერმერები ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიღებულ დახმარებას მნიშვნელოვანს უწოდებენ. მათ ისარგებლეს, როგორც საწვავის ვაუჩერებით, ასევე აგრო ბარათებით.

რაც შეეხება მოსავლის რაოდენობას და ხარისხს, ფერმერები ამბობენ, წელს ხორბლის მოსავალი გვალვამ დააზარალა, რაც მოვიდა, ძირითადად საშუალო და დაბალი ხარიხსის ხორბალია. ამიტომაც, მომავალი წლისთვის ფერმერები სარწყავი სისტების დამონტაჟებას აპირებენ და ამაში სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ.

ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 1 ივლისის მონაცემებით, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრირებულია 551 განაცხადი.

განაცხადების უმეტესობა, 250 -ზე მეტი განაცხადი, რომელიც პროგრამის პირობებთან შესაბამისობაშია წარმოდგენილი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სარწყავი სისტემის თანადაფინანსების მოთხოვნაა. ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟის თანადაფინანსების მოთხოვნით შემოსულია 200-ზე მეტი განაცხადი. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი ჯამში 10 მლნ ლარს შეადგენს. 

შეგახსენებთ, ალოობა დაიწყო კახეთშიც. მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის 100 ერთეული კომბაინი.

კახეთის რეგიონში ხორბლის ნათესი ფართობები 71, 000-მდე ჰექტარს, ხოლო ქერის - 22,000ჰა-ზე მეტს შეადგენს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ხორბლის ნათესი ფართობები 50 ათასი ჰექტარი, ქერის კი - 27 ათასი ჰექტარია.

წელს ხორბლის საპროგნოზო მაჩვენებელი 150 ათასი ტონა, ქერის კი 70-80 ათასი ტონაა.

შეგახსენებთ, ქვეყანა ყოვეწლიურად 700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის მხოლოდ 10-15%-ს უკავია დანარჩენს კი იმპორტი ავსებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system