თავში

აბაშაში სათბურები აშენდა

აბაშაში სათბურები აშენდა
აბაშაში სათბურები აშენდა

„საქართველოს ბანკის“  30,500 ლარიანი ფინანსური მხარდაჭერით აბაშის რაიონის სოფელ, გაღმა ზანათში სამი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სათბური აშენდება.

სამი სათბურიდან ერთ სათბურში საშუალოდ 4000 ძირი მარწყვი გაშენდება. წლის განმავლობაში საშუალოდ 2400 კგ მარწყვის მოსავალს ელოდებიან. მისი რეალიზაცია ბათუმსა და თბილისში მოხდება. დანარჩენ ორ სათბურში გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე მეწარმე კიტრისა და პომიდვრის მოყვანას გეგმავს. 

800 ძირი ბოსტნეულისგან 2000 კგ კიტრისა და ამდენივე პომიდვრის მოსავალს ელოდებიან. პროდუქტის რეალიზაცია სამტრედიაში, აბაშაში და ზუგდიდში მოხდება. 

ზამთრის სეზონზე ორ სათბურში მეწარმე 400 კგ სალათის ფურცლის მოყვანას გეგმავს, რომლის რეალიზაციაც ბათუმსა და თბილისში მოხდება. 

ათბურების მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარე წლის ნოემბრიდან სათბური სრული დატვირთვით ამუშავდება. პროექტის ფარგლებში 6 ადამიანია დასაქმებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system