თავში

აბასთუმანი ინვესტორების ყურადღებას იქცევს

აბასთუმანი ინვესტორების ყურადღებას იქცევს
აბასთუმანი ინვესტორების ყურადღებას იქცევს

„აჭარა ჯგუფი“ აბასთუმანში „რუმსის“ ბრენდით შედის, - ამის შესახებ აჭარა ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერ ჩეხერიამ „თიბისი კაპიტალის“ ტურიზმის კვლევის პრეზენტაციის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. როგორც ჩეხერიამ თქვა, კომპანია „რუმსის“ ბრენდის განვითარებასა და გავრცელებაზე მუშაობს, შესაბამისად, სასტუმროს მორიგ ლოკაციად ამჯერად აბასთუმანი შეირჩა. ჩეხერიას განმარტებით, გუშინ აბასთუმანში „აჭარა ჯგუფმა“ ძველი სანატორიუმის შენობა შეიძინა, სადაც „რუმსის“ გახსნას გეგმავენ.

აბასთუმანში Autograph Collection-ის სასტუმროს მშენებლობაში „თანაინვესტირების ფონდი“ $34 მლნ-ს დახარჯავს. მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის 5-ვარსკვლავიანი, 170-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის დასრულება 2020 წლის გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი.

Autograph Collection-ის სასტუმრო აბასთუმანში სანატორიუმ "ცისარტყელას" ტერიტორიაზე, დაახლოებით 25 000 კვადრატული მეტრის ფართობზე შენდება და ის, სავარაუდოდ, 2021 წელს გაიხსნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system