თავში

აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის განახლება მიმდინარეობს

აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის განახლება მიმდინარეობს
აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის განახლება მიმდინარეობს

კურორტ აბასთუმნის 24 სთ-იანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ Report.ge-ს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს. 

"აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ამორტიზებულია და წლებია არ ფუნქციონირებს, საკანალიზაციო ქსელს გასული საუკუნის 70-იან წლების შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. პროექტების განხორციელების შედეგად, კურორტი უწყვეტი წყალმომარაგებითა და თანამედროვე, ევროპული სტანდარეტების შესაბამისი წყალარინების სისტემებით ისარგებლებს", - აცხადებენ სამინსიტროში. 

ახალი გამწმენდი ნაგებობა, ექსპულატაციაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს რეგიონში
პროექტის შესაბამისად დაგეგმილია სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელების შეცვლა, სათავე ნაგებობისა და რეზერვუარების მოწყობა, სრულად განახლდება საკანალიზაციო სისტემები
➡სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, პროექტის ღირებულა დაახლოებით 15 მილიონი ლარია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system