თავში

აბონენტებისათვის მომხმარებელთა მხარდამჭერის სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

აბონენტებისათვის მომხმარებელთა მხარდამჭერის სპეციალური ჯგუფი შეიქმნება
აბონენტებისათვის მომხმარებელთა მხარდამჭერის სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

ელექტროენერგიის მაღალი გადასახადებისა და ხარჯის შესახებ, ენერგოომბუდსმენის ინიციატივით, მომხმარებელთა მხარდამჭერის სპეციალური ჯგუფი შეიქმნება.

ენერგოომბუდსმენის განცხადებას Report.ge უცვლელად გთავაზობთ.

„სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ელექტროენერგიის მომხმარებელთა პრეტენზიები შეუსაბამოდ მაღალი გადასახადებისა და ელექტროენერგიის ხარჯის შესახებ, რასაც მუდმივად ვადევნებთ თვალს და ვცდილობთ არცერთი შემთხვევა დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა.

არსებული სისტემური ხარვეზის დაფიქსირებისთანავე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო უსწრაფესი და ადეკვატური ზომები. კომპანიას დაეკისრა ფინანსური სანქცია, დაევალა თითოეული აბონენტის გადამოწმება და თანხის დაკორექტირება. წარმოდგენილი ინფორმაციით, დაკორექტირებული თანხების ჯამმა შეადგინა 1 321 551 ლარი და დაბრუნდა მომხმარებელთა ბალანსზე.

აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, ენერგოომბუდსმენის სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. მიუხედავად მასობრივი ღონისძიებებისა, ვმუშაობთ ინდივიდუალური განაცხადების განხილვაზე. თითოეული უკმაყოფილო მომხმარებლის წერილობითი განცხადება წარმოადგენს დამცველის სამსახურის დეტალური შესწავლის საგანს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქმის წარმოება მოითხოვს რიგი პროცედურების დაცვას, რაც დროში გაჭიანურებას იწვევს. სწორედ ამ მიზეზის გათვალისწინებით, ენერგოომბუდსმენის ინიციატივით, Facebook-ში შეიქმნება მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფი (Consumer Support Group), რომელიც ინტერნეტ სივრცეში მიიღებს მომხმარებელთა პრეტენზიებს და ასევე დაჩქარებულ რეჟიმში მიაწვდის კომპანიას შესაბამის ინფორმაციას კონკრეტული აბონენტის პრობლემაზე. აღნიშნული ჯგუფი ამოქმედდება უახლოეს დღეებში,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system