თავში

აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველო 60-მდე ქვეყნის 2000 წარმომადგენელს ელოდება

აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოელოდება
აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველო 60-მდე ქვეყნის 2000 წარმომადგენელს ელოდება

„საქართველო წელსაც უმასპინძლებს მაღალი რანგის სტუმრებს რეგიონის მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან. საერთო ჯამში, მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატს ველოდებით“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ განაცხადა, სადაც დღეს აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა.

როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ფორუმზე წარმოდგენილი იქნება ბიზნესსექტორი უმაღლეს დონეზე, რომელიც დივერსიფიცირებულია როგორც სექტორების, ასევე ქვეყნების მიმართულებით. „განვიხილავთ მნიშვნელოვან საკითხებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი და სატრანსპორტო დერეფნები, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ა.შ.“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

2019 წლის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური კორპუსების და ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენები.

ფორუმი 22 ოქტომბერს გაიხსნება ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ხოლო თემატური პანელები, ორი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის „ბილტმორში,“ „მერიოტსა“ და „რედისონში“

აბრეშუმის გზის ინიციატივაში საქართველოს მეტი ინტეგრაციის შემდეგ შესაძლებელია ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება რამდენიმე რეგიონის ქვეყნებთან ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system