თავში

აჭარაში ექიმებსა და ექთნებზე სახელფასო დანამატი 2021 წელსაც გაიცემა

აჭარაში ექიმებსა და ექთნებზე სახელფასო დანამატი 2021 წელსაც გაიცემა
აჭარაში ექიმებსა და ექთნებზე სახელფასო დანამატი 2021 წელსაც გაიცემა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებსა და ექთნებზე სახელფასო დანამატს 2021 წელსაც გასცემს. უწყება სოფლის სამედიცინო პერსონალის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2021 წელს პოგრამის ბიუჯეტი 429 600 ლარით განისაზღვრა.

პროგრამა ითვალისწინებს, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას - 300 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 150 ლარის ოდენობით. ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას - 150 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 100 ლარის ოდენობით.

ჯამში დანამატს 107 ექიმი და 110 ექთანი მიიღებს.

"პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება, ასევე, სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფა," - განმარტავენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system