თავში

აჭარაში  ინვესტორებისთვის საშეღავათო პერიოდი გახანგრძლივდა

აჭარაში  ინვესტორებისთვის საშეღავათო პერიოდი გახანგრძლივდა
აჭარაში  ინვესტორებისთვის საშეღავათო პერიოდი გახანგრძლივდა

აჭარაში პანდემიის პერიოდში ინვესტორებისთვის დაწესებული ოთხთვიანი საშეღავათო პერიოდი ექვს თვემდე გაიზარდა. 

მისი განცხადებით, ცვლილება ინვესტორების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა.

ამის შესახებ აჭარის მთავრობის ათავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი განმარტებით, საშეღავათო პერიოდით ყველა საინვესტიციო ვალდებულება გადაიწევს კიდევ ორი თვით და ამ პერიოდში ვალდებულებების შეუსრულებლობა კომპანიებს არ ჩაეთვლებად დარღვევად.

ინვესტორებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან პირობით შეძენილი ქონების განკარგვის ვალდებულებები 50 პროცენტით აქვს შესრულებული, საბანკო გარანტიების რაოდენობა შეუმცირდებათ.

„ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ ვადების გადახედვას მოვახდენთ და აქ არც სანქციების და არც დაჯარიმების მექანიზმი აღარ გავრცელდება კომპანიებზე, რომლებიც ცნობილი მოვლენების გამო დაზარალდნენ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system