თავში

აჭარაში ტურისტებს 40-ზე მეტი ობიექტი უმასპინძლებს

აჭარაში ტურისტებს 40-ზე მეტი ობიექტი უმასპინძლებს
აჭარაში ტურისტებს 40-ზე მეტი ობიექტი უმასპინძლებს

"აჭარის 40-ზე მეტი სასტუმრო და ტურისტული ობიექტი მზად არის, ტურისტების მისაღებად," - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სავალდებულოა ყველასთვის. რიჟვაძის ინფორმაციით, ჯავშნებმა მოიმატა, თუმცა ყველა ობიექტი დატვირთული მაინმც არაა.

"ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა ამ ეტაპზე არის, სტუმრებისა და ვიზიტორების უსაფრთხოება. შესაბამისად, ეს უსაფრთხოება გულისხმობს, რომ ყველა ის სტანდარტი უნდა იყოს დანერგილი, რომლითაც ყველა ჩვენი სტუმარი უსაფრთხოდ იგრძნობს თავს. შემოწმებები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად ყველა ობიექტი შეძლებს დააკმაყოფილოს ეს სტანდარტები. დღეს არსებული მონაცემებით, ჯავშნებმა მოიმატა, თუმცა ყველა ობიექტი არ არის სრულად დატვირთული. აჭარა ელის, რომ მეტი შიდა ტურისტი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გვესტუმრება. ამის პარალელურად შემოწმებული და სტანდარტებთან თანხვედრაში მყოფი სასტუმროების და ტურისტული ობიექტების რაოდენობა გაიზრდება დინამიურად“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system