თავში

აჭარის 349-მილიონიანი ბიუჯეტი 3,2%-იან ზრდაზე დაიგეგმა

აჭარის 349-მილიონიანი ბიუჯეტი 3,2%-იან ზრდაზე დაიგეგმა
აჭარის 349-მილიონიანი ბიუჯეტი 3,2%-იან ზრდაზე დაიგეგმა

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის ბიუჯეტი განიხილეს.

რეგიონის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, მომავალ წელს აჭარის რეგიონის ბიუჯეტი 349 მილიონ ლარი იქნება და, გლობალური პანდემიის მიუხედავად, ბიუჯეტის 3,2%-იანი ზრდით დაგეგმვა მოხერხდა.

„რეალურად ეს ნიშნავს, რომ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის არცერთი სოციალური პროექტი არ გაჩერდება. ასევე, იცით, რომ გვქონდა აღებული გარკვეული ვალდებულებები იგივე კულტურის, განათლების სფეროში მოღვაწე მუშაკების ხელფასის ზრდის მიმართ და, შესაბამისად, არც ეს ვალდებულებები იქნება გადავადებული, შესრულდება ყველაფერი ამ წლის ბიუჯეტში“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system