თავში

აჭარის მთავრობა ტურინდუსტრიისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტს ამზადებს

აჭარის მთავრობა ტურინდუსტრიისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტს ამზადებს
აჭარის მთავრობა ტურინდუსტრიისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტს ამზადებს

აჭარის მთავრობა ტურიზმის ხელშეწყობის გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს.

"ყველანი ვთანხმდებით, რომ ტურიზმის სექტორთან მიმართებაში არსებული შეღავათები არ არის საკმარისი. ამიტომ აჭარის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად წარმოადგენს დამატებით ტურიზმის ხელშეწყობის და სტიმულირების გეგმას, რომელიც მოემსახურება ამ სექტორის მდგრადობის შენარჩუნებას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობამ საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობა დაასრულა.

მასში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაა.

იგეგმება სოფლის მეურნეობის ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, 2 000 ჰექტარი მიწის ფართობის დახვნა, ასევე მაღალმთიან აჭარაში სანერგე-საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად კი შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა.

აჭარის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი, სავარაუდოდ, ივნისში განიხილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system