თავში

აჭარის მთავრობამ საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობა დაასრულა

აჭარის მთავრობამ საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობა დაასრულა
აჭარის მთავრობამ საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობა დაასრულა

აჭარის მთავრობამ საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობა დაასრულა. 

პროექტი უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

როგორც აჭარის მთავრობუის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ჯანდაცვასთან ერთად, პრიორიტეტი სოფლის მეურნეობა და განათლებაა, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება.

20 მილიონი კორონავირუსის მართვისთვის გამოიყო. ორ მილიონ-ნახევრი ლარით შემცირდა ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯები. 

უახლოებს მომავალში იგეგმება ტურიზმის მიმართულებით სამოქმედო გეგმის წარდგენაც.

„აჭარის მთავრობა წარმოადგენს ტურიზმის ხელშეწყობის გეგმას. გავაგრძელებთ განსაკუთრებით შეჭირვებული მოსახლეობის დახმარების გეგმას. ჯანდაცვის მიმართულებით იქნება სპეციალური პროგრამა. პედაგოგები აგრძელებენ განათლების უწყვეტ ხელშეწყობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას ეხება. აჭარაში იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა. შეღავათიანი აგროკრედიტი და ასევე ერთწლიანი კულტურების მოვლა. მათ ექნებათ მაქსიმალური ფინანსური დახმარება. 20 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდებათ“, - თორნიკე რიჟვაძემ ეს განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system