თავში

აჭარის მთავრობამ შრომის ანაზღაურებაზე ერთ წელიწადში 2.3-ჯერ გაიზარდა

აჭარის მთავრობამ შრომის ანაზღაურებაზე ერთ წელიწადში 2.3-ჯერ გაიზარდა
აჭარის მთავრობამ შრომის ანაზღაურებაზე ერთ წელიწადში 2.3-ჯერ გაიზარდა

2018-2019 წლებში, აჭარის მთავრობამ შრომის ანაზღაურებაზე 41,863,172 ლარი დახარჯა, რაც წინა წლების მონაცემებზე 2.3-ჯერ მეტია.

ორგანიზაცია ინფორმაციას აჭარის მთავრობისგან და საქვეუწყებო დაწესებულებებისგან გამოთხოვილი საჯარო მონაცემების საფუძველზე ავრცელებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" დაინტერესდა აჭარის მთავრობის 2018-2019 წლებში შრომითი ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის, საწვავის, სატელეფონო, წარმომადგენლობით და სამივლინებო ხარჯებით.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, აქედან, თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეების შრომითი სარგო 22,628,030.81 ლარს წარმოადგენს, ხოლო შტატზე მომუშავე პირების შრომითი სარგო - 19,235,141.71 ლარს. ამავე წლებში 928,907.86 ლარის ოდენობის პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა, რაც 2015-2016 წლებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების რაოდენობაზე (10,116,755 ლარი) დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია. აჭარის მთავრობის აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე 2019 წელს დაახლოებით 124,000 ლარით მეტი ხელფასი გაიცა, ვიდრე 2018 წელს, ხოლო 2018-2019 წლებში სამივლინებო ხარჯებს 986,854.06 ლარი მოხმარდა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (782,509 ლარი) დაახლოებით 205,000 ლარით მეტია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯებმა 905,421.54 ლარი შეადგინა, რაც 2015-2016 წლებში დახარჯული თანხის (1,947,271 ლარი) დაახლოებით ნახევარს წარმოადგენს; სატელეფონო მომსახურებაზე 288,395 ლარი დაიხარჯა; წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 446,502.84 ლარი გამოიყო; ამ პერიოდში სამივლინებო ხარჯებს 986,854.06 ლარი მოხმარდა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (782,509 ლარი) დაახლოებით 205,000 ლარით მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system