თავში

ცქიტიშვილი მიკროსაფინანსოებს: ადამიანის გასაჭირზე ფულის კეთება არის ყველაზე ცუდი რამ

ადამიანის გასაჭირზე ფულის კეთება არის ყველაზე ცუდი რამ
ცქიტიშვილი მიკროსაფინანსოებს: ადამიანის გასაჭირზე ფულის კეთება არის ყველაზე ცუდი რამ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილმა სესხების გადავადებაზე უარი განაცხადეს და თავიანთ მსესხებლებს შეღავათეაბი არ შესთავაზეს. 

ამასთან დაკავშირებით დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სესხების გადავადება მთავრობისა და საფინანსო სექტორის ერთობლივი ინიციატივა იყო და მას ვერანაირი ძალადობრივი ხასიათი ვერ ექნება.

მისი თქმით, მთავრობას შეუძლია მხოლოდ მოუწოდოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გაიაზრონ არსებული ვითარება და იგრძნონ სოციალური პასუხისმგებლობა. 

"სხვა ადამიანის გასაჭირზე ფულის კეთება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც ამ ორგანიზაციებმა შეიძლება გააკეთონ. რა თქმა უნდა, ყველა იცავს საკუთარი ბიზნესის ინტერესებს, მაგრამ მოდით დავიცვათ იმ თანამოქალაქეების ინტერესებიც, რომლებიც ხვალ და ზეგ გახდებიან თქვენი ბიზნესის მომხმარებლები. ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ეს არის მათი კლიენტურა და იმ შემთხვევაში თუ ისინი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებენ ამ ადამიანებს, მომავალში ისინი აირჩევენ სხვა უფრო საიმედო, სანდო ან უფრო პასუხისმგებლიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. ასე რომ, ამ ორგანიზაციებს შესაძლოა მომავალში რეპუტაციული რისკებიც კი ჰქონდეთ. ამიტომ ყველამ ერთად გავიაზროთ რომ, ვართ საკმაოდ რთულ ვითარებაში, ეს არ არის ჩვეულებრივი კრიზისი, ეს არის ისეთი მოვლენა, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ჩვენი ცხოვრება, ბიზნეს-საქმიანობაც და ძალიან ბევრი ახალი გამოწვევის და გლობალური ცვლილების წინაშე აღმოვჩნდეთ. ამიტომ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და არ ვისარგებლოთ სხვისი გასაჭირით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system