თავში

ადამიანური კაპიტალი- შრომის ბაზრის დიდი გამოწვევა

ადამიანური კაპიტალი- შრომის ბაზრის დიდი გამოწვევა
ადამიანური კაპიტალი- შრომის ბაზრის დიდი გამოწვევა

დასაქმების სტრუქტურული გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი დიდი დაბრკოლენა ადამიანური კაპიტალის სიმწირეა. ამის შესახებ report.ge-თან აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს. მისი თქმით, ეკონომიკის სფეროებში წარმატების მიღწევა ყოველთვის დარჩება გამოწვევად, სანამ შრომის ბაზარი არ განვითარდება. ამისთვის, როგორც მეცნიერი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსის გამოყენება, რა მხრივაც საქართველო თუნდაც საშუალო დონის ევროპულ ქვეყნებს  ჩამორჩება.

,,შრომის ბაზარი ვერ ჩამოვაყალიბეთ, სრულყოფილი სტრუქტურა  არ გვაქვს, ამაზე ვსაუბრობთ წლების განმავლობაში და ვერაფერს ვცვლით. ცხადია, ეს არ არის მხოლოდ დასაქმება, მრავალმხრივი პრობლემაა, რაც წინსვლას აფერხებს და რეალურ სამუშაო ადგილებს ვერ ქმნის. ელემენტარულად, ჩვენ უმუშევრობის ბაზაც კი არ გაგვაჩნია. ხალხი არ რეგისტრირდება, შეიძლება იმიტომაც, რომ დასაქმების, სახელმწიფოს მხარდაჭერის მოლოდინი არ აქვთ. ოფიციალური სტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეებს, შესაბამისად  არ არის ნდობა. ამას განაპირობებს ის გარემოებაც, რომ  არც ერთი მიმართულებით რეფორმა არ გვაქვს. უნდა არსებობდეს კონკრეტული პროგრამა, სადაც პასუხი გაეცემა კითხვებს, თუ საიდან მოდის ქვეყანა, რა გვქონდა, რას მივაღწიეთ და რისთვის უნდა მიგვეღწია, ეს არ არის გაანგარიშებული. მსგავსი გათვლა კი აუცილებელია იმისთვის, რომ თუნდაც საშუალო ევროპული განვითარების ქვეყნის შედეგს ნელ-ნელა მივუახლოვდეთ. ამაში ადამიანური კაპიტალი როლი უაღრესად მნიშვნელოვანია, მათ შორის წიგნიერება და განათლება. ერთი ნაბიჯი გადაიდგა პროფესიული კუთხით, საშუალო დონის სპეციალისტები მეტნაკლებად გვყავს, პროფესიული გადამზადების ცენტრები არსებობს, მაგრამ არასკამარისია. სამწუხაროდ, ადამიანური კაპიტალის დიდი ნაკლებობაა ქვეყანაში, რაც შეიძლება აიხსნას ეკონომიკაში შექმნილი სირთულეებით და ყველაზე კვალიფიციური და რეპროდუქციული უნარის მქონე სამუშაო ძალის ქვეყნიდან ინტენსიური გადინებით. მდგომარეობის შეცვლა შესაძლებელია, რისთვისაც დიდი ფული უნდა დაიხარჯოს და მეცნიერული მართვის პროცესი, ასევე მეცნიერების როლი გამოიკვეთოს", - ამბობს სილაგაძე report.ge-თან. 

ცნობისთვის, რა ხდება საქართველოს შრომის ბაზარზე, ამის ახსნას ISET-ი შეეცადა. ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმად, რიგმა დონორებმა შეისწავლეს ეს საკითხი და მთავრობას დახმარება შესთავაზეს.

მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ სექტორში ინვესტიციების გაზრდის მიზნით, ხელისუფლებამ დანერგა „ადამიანური კაპიტალის პროექტი“. ცოტა ხნის წინ, მთავრობამ ხელი მოაწერა მნიშვნელოვან სასესხო ხელშეკრულებას მსოფლიო ბანკთან. პროექტი მრავალმხრივია და განათლების სექტორის ყველა მიმართულებას მოიცავს.შეასრულა თუ არა EMIS-მა თავისი მიზნები საქართველოში დანერგვიდან 8 წლის შემდეგ? საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიშს თუ დავეყრდნობით, „არც ისე სრულყოფილად“. ანგარიში მოიცავს 2015-2018 წლების პერიოდს და მასში მოცემულია სისტემის ზოგადი, მათ შორის, მისი მართვის და არსებული უსაფრთხოების პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება. 

 

  

  

ამის ახსნას ISET-ი შეეცადა. ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმად, რიგმა დონორებმა შეისწავლეს ეს საკითხი და მთავრობას დახმარება შესთავაზეს.

მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ სექტორში ინვესტიციების გაზრდის მიზნით, ხელისუფლებამ დანერგა „ადამიანური კაპიტალის პროექტი“. ცოტა ხნის წინ, მთავრობამ ხელი მოაწერა მნიშვნელოვან სასესხო ხელშეკრულებას მსოფლიო ბანკთან. პროექტი მრავალმხრივია და განათლების სექტორის ყველა მიმართულებას მოიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system