თავში

ადამიანური კაპიტალის გავლენა ეკონომიკაზე

ადამიანური კაპიტალის გავლენა ეკონომიკაზე
ადამიანური კაპიტალის გავლენა ეკონომიკაზე

"მსოფლიო ადამიანური კაპიტალი ეროვნული სიმდიდრის 2/3-ს შეადგენს, საქართველოში კი ადამიანური კაპიტალის წილი 30%-ის ფარგლებშია, რაც დაბალი მაჩვენებელია და შეიძლება აიხსნას  ეკონომიკაში შექმნილი სირთულეებით და ყველაზე კვალიფიციური და რეპროდუქციული უნარის მქონე სამუშაო ძალის ქვეყნიდან ინტენსიური გადინებით", - განმარტავს ეკონომისტი, თსუ ეკონომეტრიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი მერაბ ჯულაყიძე.

მისი შეფასებით, ადამიანური კაპიტალი ეკონომიკური განვითარების ინტენსიური საწარმოო ფაქტორია და რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკა, მით უფრო მაღალია მოცემული საზოგადოების ეროვნულ სიმდიდრეში ადამიანური კაპიტალის წილი.

,,ადამიანური კაპიტალის პროცენტულ წილზე არსებითად მოქმედებს ბუნებრივი რესურსების ღირებულება. კერძოდ, რუსეთში ბუნებრივი რესურსების ღირებულება შედარებით დიდია, რაც ადამიანური კაპიტალის წილს ამცირებს. მსოფლიო ადამიანური კაპიტალის ძირითადი ნაწილი განვითარებულ ქვეყნებშია თავმოყრილი, სადაც ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე ინვესტიციები ფიზიკურ კაპიტალში. დღესდღეობით მსოფლიო ადამიანური კაპიტალის 26% მოდის აშშ-ზე (მსოფლიო ეკონომიკაში მისი წილი ნაკლებია და 20%-ს შეადგენს), რუსეთზე - 8%, ჩინეთზე - 7%, ბრაზილიასა და ინდოეთზე - 2-2%, ევროკავშირის ქვეყნების წილი კი 57%-ია. მსოფლიო ადამიანური კაპიტალი შეადგენს მსოფლიო სიმდიდრის 67%-ს. ეს მაჩვენებელი საქართველოსთვის, როგორც აღვნიშნე,  შეადგენს 30%-ს, რუსეთისთვის - 50%-ს. უმეტესი ქვეყნებისათვის ადამიანური კაპიტალი აღემატება ეროვნული სიმდიდრის ნახევარს, ოპეკ-ის ქვეყნების გარდა", - განმარტავს მერაბ ჯულაყიძე.

მისი თქმით, ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია ფართო შესაძლებლობას იძლევა, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იყოს საბაზო, უმაღლესი და დიპლომისშემდგომი უწყვეტი განათლების ერთიანი მწყობრი სისტემის შესაქმნელად, რაც ადამიანური კაპიტალის  წილს კიდევ უფრო გაზრდის ეროვნულ სიმდიდრეში. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ მინისტერიალზე, რომელიც ადამიანური კაპიტალის პროექტის განვითარების საკითხებს მიეძღვნა. მაჭავარიანის განცხადებით, ადამიანური კაპიტალის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მისი როლი კაპიტალის დეფიციტის აღმოფხვრის მიმართულებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system