თავში

ADB 2021 წელს საქართველოს ექსპორტის 8.5%-იან ზრდას პროგნოზირებს

ADB 2021 წელს საქართველოს ექსპორტის 8.5%-იან ზრდას პროგნოზირებს
ADB 2021 წელს საქართველოს ექსპორტის 8.5%-იან ზრდას პროგნოზირებს

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2021 წელს აზიის განვითარების პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. წინა პროგნოზით, საფინანსო ინსტიტუტი წელს საქართველოში 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, განახლებული პროგნოზით კი წელს 8.5%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი.

შედარებით უფრო მოკრძალებულია 2022 წლის ზრდის განახლებული პროგნოზი, აქამდე ADB 2022 წელს საქართველოში 6%-იან ზრდას პროგნოზირებდა, ახალი პროგნოზით კი, მომდევნო წელს 6.5%-ის ზრდა არის მოსალოდნელი.

ADB აღნიშნავს, რომ ნავთობის არა-ექსპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველოს 2021 წლის პირველ ნახევარში გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა.

"რამდენიმე ნავთობ-იმპორტიორ ქვეყანას წლის დასაწყისში ასევე ჰქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. მათ შორის გამორჩეულია საქართველო, რომლის ეკონომიკაც წლის პირველ ნახევარში 12.7%-ით გაიზარდა, ხოლო ეკონომიკური აღდგენა ყველა სექტორს შეეხო, რამაც გამოიწვია ჩვენი პროგნოზის გადახედვა და 3.5%-ის ნაცვლად წელს საქართველოში 8.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ველით, 2022 წელს კი 6.5%-იანი ზრდა არის ნავარაუდევი ნაცვლად 6%-ისა", - ნათქვამია ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system