თავში

ADB-ის მმართველთა 53-ე ყოველწლიური შეხვედრა ონლაინ ჩატარდება

ADB-ის მმართველთა 53-ე ყოველწლიური შეხვედრა ონლაინ ჩატარდება
ADB-ის მმართველთა 53-ე ყოველწლიური შეხვედრა ონლაინ ჩატარდება

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა 53-ე ყოველწლიური შეხვედრის მეორე ნაწილი ონლაინ ფორმატით 17-18 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიება ითვალისწინებს ფორმალურ ბიზნეს სესიას და შერჩეულ საინფორმაციო-გაცნობით ღონისძიებებს.

კორეის რესპუბლიკამ შემოიტანა წინადადება აზიის განვითარების ბანკის 56-ე ყოველწლიური შეხვედრის ინჩეონში 2023 წლის მაისში მასპინძლობაზე. აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭო ამ შემოთავაზებას 18 სექტემბერს ონლაინ შეხვედრისას განიხილავს.

„კორონავირუსის პანდემიის (კოვიდ-19) პირობებში, როდესაც ADB-ის ბევრ წევრ ქვეყანას მგზავრობაზე შეზღუდვა აქვს დაწესებული და ჯანმრთელობისთვის არსებლი რისკების გათვალისწინებით, აზიის განვითარების ბანკმა და კორეის მთავრობამ მიიღეს გადაწყვეტილება არ ჩაატარონ პირისპირ შეხვედრა ინჩეონში,“ - განახცადა აზიის განვითარების ბანკის მდივანმა ეუჯინ ჟუკოვმა.

53-ე ყოველწლიური შეხვედრის პირველი ეტაპი მოიცავდა მხოლოდ მმართველთა შეხვედრას, რომელიც 22 მაისს ჩატარდა, სადაც მმართველებმა დაამტკიცეს აზიის განვითარების ბანკის ფინანსური ანგარიში და სუფთა მოგების გადანაწილება ბანკის მოთხოვნების შესაბამისად.

ADB აქტიურად ეხმარება მის წევრ ქვეყნებს კოვიდ-19-ით გამოწვეული ზეგავლენის დაძლევაში 13 აპრილს გამოცხადებული საპასუხო ქმედებების ყოვლისმომცველი $20 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პაკეტით. 

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system