თავში

ADB-ის ნასესხები 170.8 მლნ ევრო საქართველოს ბიუჯეტში მიემართება

ADB-ის ნასესხები 170.8 მლნ ევრო საქართველოს ბიუჯეტში მიემართება
ADB-ის ნასესხები 170.8 მლნ ევრო საქართველოს ბიუჯეტში მიემართება

საქართველომ საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით აზიის განვითარების ბანკიდან დამატებით 170.8 მლნ ევრო მიიღო.

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება „ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის“ თაობაზე. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შეინ როზენტალმა.პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს გამოუყოფს 170.8 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მიიმართება ბიუჯეტში.პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. იგი მოიცავს რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური გავლენების შემსუბუქებას, აგრეთვე ეკონომიკური ზრდისთვის მდგრადი გზების მოძიებას.რეფორმები ფოკუსირებულია სამ ძირითად მიმართულებაზე, ესენია: COVID-19-ით გამოწველი კრიზისის შედეგად გაზრდილი ფისკალური რისკების მართვის გაძლიერება, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შიდა ბაზრის განვითარება, სოციალური დაცვის პროგრამებისა და ფისკალური მდგრადობის განმტკიცება.ADB-სთან ხელმოწერილი შეთანხმება ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system