თავში

ადგილობრივ ბაზარზე სამრეწველო პროდუქციის ფასები 1.5 პროცენტით გაიზარდა

ადგილობრივ ბაზარზე სამრეწველო პროდუქციის ფასები 1.5 პროცენტით გაიზარდა
ადგილობრივ ბაზარზე სამრეწველო პროდუქციის ფასები 1.5 პროცენტით გაიზარდა

2021 წლის აპრილში ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის ბოლო ანგარიშიდან, რომლის მიხედვით, წელს აპრილში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე ფასების 1.6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 18.0 პროცენტით გაიზარდა. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 17.4 პროცენტით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 20.4 პროცენტით, სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე 18.1 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 7.5 პროცენტით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system