თავში

ადგილობრივ ბაზარზე ტკბილი სიმინდი გამოჩნდა

ადგილობრივ ბაზარზე ტკბილი სიმინდი გამოჩნდა
ადგილობრივ ბაზარზე ტკბილი სიმინდი გამოჩნდა

კახეთში მოყვანილი ტკბილი სიმინდის სუპერმარკეტში გაყიდვა ევროკავშირის და FAO-ს პროექტის წარმატებაა. საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და FAO-ს წარმომადგენელი, რაიმუნდ იელე FAO-ENPARD-ის პროექტის ბენეფიციარს საკუთარი პროდუქციის „კარფურის" მაღაზიათა ქსელში შეტანის პირველ დღეს პირადად შეხვდა.

დავით და ვალენტინა კაპანაძეები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ლაგოდეხის ქალაქ თამარიანში ეწევიან. მათ FAO-ს აგრონომებისა და ექსპერტების დახმარებით, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, წელს ტკბილი სიმინდის სადემონსტრაციო ნაკვეთი მოაწყვეს და ადგილზე თანამედროვე ევროპული სტანდარტები და პრაქტიკა დანერგეს. პროექტის დახმარებით, მოხდა დავითის და ვალენტინას დაკავშირება ჰიპერმარკეტ კარფურთან, რომელიც ხვალიდან რეგულარულად შეისყიდის ფერმერის მიერ ნაწარმოებ, უმაღლესი ხარისხის ტკბილი სიმინდის მოსავალს.

"სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და ფერმერებისა და სოფლად მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება საქართველოში, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამ მიზნის მისაღწევად, FAO-თან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ დავითისა და ვალენტინას მსგავს ადგილობრივ ფერმერებთან, რათა თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა დავნერგოთ და ფერმერებისა და კომპანიების გრძელვადიან ბიზნესურთიერთობებს ხელი შევუწყოთ. ამ წარმატების მაგალითიდან ჩანს, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი მცირე ფერმერებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობები არსებობს. ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბება და ბრენდის "წარმოებულია საქართველოში" ხელშეწყობა მომავალშიც გაგრძელდება, რასაც მომხმარებლებიც ელიან," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system