თავში

ადგილობრივი ტურიზმი 20.1%-ით გაიზარდა

ადგილობრივი ტურიზმი 20.1%-ით გაიზარდა
ადგილობრივი ტურიზმი 20.1%-ით გაიზარდა

2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 379.3 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 574.1 ათასი ერთეული შეადგინა.

ამის შესახებ Report.ge-ს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 20.1%-ით მეტია 2020 წლის მესამე კვარტალის შესაბამის მონაცემებზე. 

2020-2021 წლების მესამე კვარტალებში ვიზიტორებისა და მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობები.

2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 813.5 ათასით განისაზღვრა, რაც 22.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system