თავში

Adidas-ში დასაქმებულების სულ მცირე 30% შავკანიანი იქნება

Adidas-ში დასაქმებულების სულ მცირე 30% შავკანიანი იქნება
Adidas-ში დასაქმებულების სულ მცირე 30% შავკანიანი იქნება

Adidas-მა შავკანიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად გადაწყვიტა კომპანიაში რიგი ღონისძიებები გაეტარებინა. 

კომპანიის თავკაცის, კასპერ რორსტედის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა კომპანია დააფიქრა, თუ რისი გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ რასიზმის სისტემური და კულტურული პრობლემების მოგვარებაში თავისი წვლილი შეიტანონ. 

"ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ნებისმიერი ჩვენი თანამშრომელი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს და ყველას თანაბრად ექნება კარიერული წინსვლის შესაძლებლობა", - განაცხადა  რორსტედმა.

პირველ რიგში, კომპანია 20 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს შავკანიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად. თანხა მოხმარდება სპორტის და განათლების სფეროს. Adidas-ში დასაქმებული შავკანიანები მიიღებენ სტიპენდიებს უნივერსიტეტში სწავლისთვის, ამასთან გაიზრდება ლათინოამერიკელების და შავკანიანების რაოდენობა კომპანიაში. "აშშ-ში, Adidas-ის და Reebok-ის ახალი სამუშაო ადგილების 30%  შავკანიანი და ლათინოამერიკელებისთვის იქნება," -  აღნიშნა კასპერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system