თავში

მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა

ადმინისტრა
მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა

მთავრობის ადმინისტრაციის წინ, მოედანზე 204 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა. პროექტის ესკიზი არქიტექტურის სამსახურმა უკვე მოიწონა. პროექტის დამკვეთი ნიკოლოზ ცინცაძეა. ახალი ავტოსადგური „გალერია თბილისს“ მოემსახურება.

არქიტექტურის ვებ გვერდზე განთავსებულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ავტოსადგომი უერთდება უკვე არსებულ „გალერია თბილისის“ პარკინგს და გააჩნია 4 სართული. ავტოსადგომი გათვლილია 204 ავტომობილზე და ის მოემსახურება „გალერია თბილისს“ და აქვე მდებარე ოფისებს. მიწისქვეშა ავტოპარკინგი განტვირთავს არსებული გალერიის პარკინგში არსებულ სიტუაციას. მშენებლობის შემდეგ მოედანი დაუბრუნდება თავის პირვანდელ სახეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system