თავში

Adobe ვიდეო რედაქტირების პლატფორმას $1.3 მილიარდად ყიდულობს

Adobe ვიდეო რედაქტირების პლატფორმას $1.3 მილიარდად ყიდულობს
Adobe ვიდეო რედაქტირების პლატფორმას  $1.3 მილიარდად ყიდულობს

გამოსახულების პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი, ამერიკული კორპორაცია Adobe Inc.,  ვიდეო რედაქტირების პლატფორმა Frame.io-ს 1,28 მილიარდ აშშ დოლარად ყიდულობს.

Frame.io-ს, რომელიც  2015 წელს დაარსდა, დაახლოებით 1 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. 

როგორც Adobe-ს პროდუქციის დირექტორმა და Creative Cloud–ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, სკოტ ბელსკიმ განაცხადა, კომპანიის შეძენა Adobe-ს Creative Cloud-ს ახალ შესაძლებლობებს მისცემს. 

Creative Cloud მოიცავს 20-ზე მეტ აპლიკაციას და სერვისს პერსონალური კომპიუტერებისთვის და მობილური მოწყობილობებისთვის ფოტოგრაფიის, დიზაინის, ვიდეოს კონტენტისთვის და სხვა. იგი აგრეთვე მოიცავს Photoshop-სა და Illustrator-საც.

გარიგება სავარაუდოდ  Adobe-ს ფისკალურ მეოთხე კვარტალში (სექტემბერი-ნოემბერი) დაიხურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system