თავში

ადვოკატები დაბეგვრის განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედებას ითხოვენ

ადვოკატები დაბეგვრის განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედებას ითხოვენ
ადვოკატები დაბეგვრის განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედებას ითხოვენ

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი, მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ადვოკატების დაბეგვრის განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებული ინიციატივით.

ღია წერილში ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ სხვა პროფესიის წარმომადგენელთა მსგავსად, პანდემიურმა კრიზისმა ადვოკატების ფინანსური მდგომარეობაც დაამძიმა. ამან კი გააჩინა, რისკი, რომ მოქალაქეებს იურიდიული მომსახუიურების ხელმისაწვდომობა შეეზღუდოთ, ან გაუარესდეს მათი უფლებების დაცისა და მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხი.

იმისთვის, რომ ფინანსური ტვირთი ნაწილორივ მაინც შემსუბუქდეს, ადვოკატთა ასოციაციას აქვს ინიციატივა, სისრულეში მოვიდეს "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მესამე პუნქტი, რომლის მიხედვითაც უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო წინადადებები ადვოკატთა დაბეგვრის განსაკურებულ რეჟიმთან დაკავშირებით.

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვით, საადვოკატო საქმიანობიდან ინდივიდუალურ (ფიზიკურ პირი) ადვოკატის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, ნაცვლად 20%-ისა, დაიბეგროს 5%-ით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system