
აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილმა კომპანია ADY Express-მა აზერბაიჯანში წარმოებული ცემენტის ექსპორტი დაიწყო. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
კომპანია Holcim Azerbaijan OJSC-ის ქარხანაში წარმოებული ცემენტის ტრანსპორტირებას რკინიგზით საქართველოში უზრუნველყოფს.
საქონლის ტრანსპორტირებასა და ვაგონების აზერბაიჯანში დაბრუნება 6-7 დღეში ხდება.
ცემენტის ტრანსპორტირებისთვის ADY Express-მა 50 ვაგონი გამოყო. კომპანია საქართველოში ყოველთვიურად 15,000 ტონა ცემენტის ტრანსპორტირებას გეგმავს.