თავში

აეროპორტების გაერთიანება BARTA-ს მონაწილეთა შორის დასახელდა

აეროპორტების გაერთიანება BARTA-ს მონაწილეთა შორის დასახელდა
აეროპორტების გაერთიანება BARTA-ს  მონაწილეთა შორის დასახელდა

ზედიზედ მეორე წელია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ფინანსური გამჭვირვალობის ყოველწლიურ კონკურსში (BARTA) შერჩეულ მონაწილეთა შორის (shortlisted participant) დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო-2021“-ის კონკურსში მონაწილეობას უკვე მეორედ იღებს კატეგორიაში მცირე და საშუალო კომპანიები, სადაც 500-ზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული. ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზატორია მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი და საქართველოს აუდიტისა და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ ორგანიზატორებს კომპანიის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უკვე მეორე წელია კონკურსში ერთვება. სასიხარულოა, რომ ე.წ. shortlisted მონაწილე ვართ. ჩვენთვის, როგორც საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის მნიშნველოვანია, რომ კომპანიის ფინანსური ანგარიშგებები იყოს გამჭვირვალე. ვაკმაყოფილებთ რა ფინანსური ანგარიშგების მიმდინარე მოთხოვნებს, რაც დასტურდება აუდიტის დასკვნით და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS) წლიური ანგარიშის დროული წარდგენით“, - აცხადებს თამარ არჩუაძე.

ღონისძიება პირველად 2019 წელს ჩატარდა და კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კომპანიები წლიური ანგარიშის ფარგლებში მმართველობითი, კორპორაციული მართვისა და არასაფინანსო ანგარიშგებებს წარადგენენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system