თავში

აეროპორტებში მხოლოდ რისკის მატარებელ მგზავრებს ამოწმებენ?

აეროპორტებში მხოლოდ რისკის მატარებელ მგზავრებს ამოწმებენ?
აეროპორტებში მხოლოდ რისკის მატარებელ მგზავრებს ამოწმებენ?

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო  მუშაობს იმ ავიაკომპანიებთან, რომლებიც მაღალი რისკის ზონის ქვეყნებიდან საქართველოში მგზავრები საჰაერო გზით შემოჰყავთ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი განმარტავს, მხოლოდ რისკის მატარებელ მგზავრებს ამოწმებენ. თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი მონაცემების სხვა უწყებებისთვის გადაცემა არ ხდება.

ეკონომოლოს სამინისტროს ინფორმაცია მიეწოდება უშუალოდ ბორტზე რეგისტრაციის მომენტიდან პირდაპირ რეჟიმში.

რისკის მატარებელ მგზავრებთან დაკავშირებით ავიაკომპანიებისგან მიღებულ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ოპერატიულად აწვდის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შემდგოში რეაგირების მიზნით.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დღეს კი ქვეყანაში "კოვიდ 19-ის" სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. სამივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. მათგან ერთი იტალიაში მოგზაურობის შემდეგ დაინფიცირდა, ხოლო ორი ირანში იმყოფებოდა. 

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსმა კიდევ 42 ადამიანი იმსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2912-მდე გაიზარდა. იზრდება მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების არეალიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშიში ვირუსი დღეისათვის მსოფლიოს 67 ქვეყანაში ფიქსირდება. ამ დროისთვის, კორონავირუსმა მსოფლიოში სამი ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 89 ათასზე მეტი. გამოჯანმრთელდა 45 ათასზე მეტი პაციენტი.

შეგახსენებთ, საქართველოს იტალიასთან და ირანთან სახმელეთო მიმოსავლა შეჩერებული აქვს, ირანტან შეჩერებულია საჰაერო მომისვლაც. რაც შეეხება იტალიას, ავიაკომპანია „რაინეარმა“ მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა და ნაცვლად ოთხი სიხშირისა, კვირაში ორი სიხშირით იფრენს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მილანსა და თბილისს შორის, რეისების სიხშირის შემცირება ეხება მხოლოდ 9 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდს.

მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებას, 8 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ქუთაისიდან ბოლონიის მიმართულებით რეისები, დღეის მდგომარეობით, არ განხორციელდება.

დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რომი-ქუთაისის რეისიდან ერთი მგზავრი დაკვირვების მიზნით ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მას მაღალი ტემოერატურა არ აღენიშნებოდა, თუმცა სამოგზაურო ისტორიიდან გამომდინარე მედიკოსებმა მისი გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

რეისით სულ 122 ადამიანმა იმგზავრა. მგზავრები ამბობენ, რომ ყველა მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა სპეციალური ბლანკებიც შეავსეს, სადაც მათი მონაცემები შეიყვანეს.

ბოლო მონაცემებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, სულ 19 პაციენტია მოთავსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system