თავში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ანგარიშგება გამართულია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ანგარიშგება გამართულია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ანგარიშგება გამართულია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგები სრულად და ზუსტადაა წარმოდგენილი. ასეთი შეფასება მისცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უწყების ანგარიშგების გამჭვირვალობას. 

"ჩვენი აზრით, პირობითი მოსაზრების საფუძვლების აბზაცში აღწერილი საკითხების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე შესაძლო გავლენის გარდა, წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების კონსოლიდირებულ ფინანსურ მდგომარეობას 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანებით დამტკიცებული „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N01/69 ბრძანებით დამტკიცებული კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების წესის შესაბამისად," - ვკითხულობთ აუდიტორულ დასკვნაში. 

ცნობისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ დანართებს მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system