თავში

აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნევნების განმეორებით ჩატარების თარიღი ცნობილია

აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნევნების განმეორებით ჩატარების თარიღი ცნობილია
აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნევნების განმეორებით ჩატარების თარიღი ცნობილია

აფხაზეთში განმეორებითი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება. ამის შესახებ ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ გოგიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოგიამ აღნიშნა, რომ ხელახალი არევნების შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.

ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება 10 დეკემბერს მიიღო.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის დათხოვნის მიზნით, საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა. მათ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ თანამდებობიდან წასვლას რ აპირებს.

"დეპუტატებმა" ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდელი ჩამორთმევის შესახებ პროექტი მოამზადეს. დოკუმენტს, რომელიც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს "დეპუტატებმა" კენჭი გუშინ უყარეს. დადგენილებას მხარი 19 -მა "დეპუტატმა" დაუჭირა, ოთხი კი წინააღმდეგი იყო. ერთმა "დეპუტატმა" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. დე ფაქტო პარლამენტი სულ 35 მანდატისგან შედგება.

„ოპოზიცია“ ამტკიცებს, რომ რაულ ხაჯიმბას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე უმრავლესობა არ მოუპოვებია, თუმცა არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა.

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი – 46,17. ე.წ. არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა. შედეგი კანდიდატმა ალხას კვიცინიამ უკანონოდ მიიჩნია. მან სასამართლოს მიმართა და არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობა მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სწორედ ამასთან დაკავშირებით შეიტანა ალხას კვიცინიამ საკასაციო საჩივარი დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში, რომელმაც განმეორებით არჩევნების დანიშნვნის გადაწყვეტილება მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system