თავში

აფრიკის კონტინენტს ვირუსი დიდ საფრთხეს უქმნის

აფრიკის კონტინენტს ვირუსი დიდ საფრთხეს უქმნის
აფრიკის კონტინენტს ვირუსი დიდ საფრთხეს უქმნის

აფრიკა შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების ახალ ეპიცენტრად იქცეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს მსოფლიოს. გაეროს ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, აფრიკაში შესაძლოა 300 000 ადამიანი გარდაიცვალოს კორონავირუსით, ხოლო 30 მილიონი უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდება.

ამ კვირაში, აფრიკაში COVID -19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. გაეროს აფრიკის ეკონომიკურმა კომისიამ კონტინენტისთვის 100 მილიარდი დოლარის გამოყოფა და ვალის დროებით გადავადება ითხოვა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით აფრიკის ინფრასტრუქტურა არაა მზად პანდემიისთვის. 

ბუნებრივია, რომ კორონავირუსი ღარიბ ქვეყნებს უფრო მეტად დაარტყამს, ვიდრე განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს. რა მოხდება თუ აფრიკაში, სადაც მოსახლეობის მესამედს სუფთა წყალზე წვდომა არ აქვს, 60% ურბანულ ჭარბად დასახლებულ ზონებში ცხოვრობს ნამდვილად ცუდი წარმოსადგენია.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system