თავში

"აგარის შაქარი" ამუშავდება?

"აგარის შაქარი" ამუშავდება?
აგარის შაქარი ამუშავდება?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ეკონომიკური პროგრამების ჭრილში ძირითადი აქცენტი ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე კეთდება.

ეკონომიკის სამინისტრომ უკვე წარმოადგინა გეგმა, რაც მოწონებულია მთავრობის მიერ და ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართული წარმოების განახლებაზე, მაგალითად ისეთ წარმოების, როგორიც არის „აგარის შაქარის“ თავიდან ამუშავება, რამეთუ სრულად შეცვლილია როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების სტრუქტურა არა მარტო ჩვენს ეკონომიკაში, არამედ რეგიონშიც, ამიტომ ისეთი წარმოებები, რომლებიც მაგალითად ეფექტურობის თვალსაზრისით რამდენიმე თვის წინ არ იყვნენ აქტუალურები, დღეს სხვა დატვირთვას იძენენ. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ევალება, შეიმუშაოს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის სქემები, არა მხოლოდ პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სადაც სერიოზულად გაუმჯობესებული კრიტერიუმები იქმნება ადგილობრივი წარმოების დასაკრედიტებლად, არამედ სხვა მიმართულებებითაც. მათ შორის იმპორტის, არათუ შეზღუდვის, არამედ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ხელშეწყობის, რომ ჩვენ ჩვენი შიდა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ ჩვენი ადგილობრივი წარმოების საშუალებით. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამას დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

ცნობისთვის, სულ რაღაც 5 თვის წინ "აგარის შაქრის" დირექტორმა ალხან ალიზადემ report.ge-ს განუცხადა, რომ ქარხანა წარმოებას ვერ აგრძელებდა. მათ შემოტანილ პროდუქტთან კონკურენცია უჭირდათ, რის გამოც წარმოება მომგებიანი აღარ იყო. მეწარმე ანტიდემპინგირი კანონის ამოქმედებას მოთმინებით ელოდა.

,,პროდუქტის წარმოებას ვერ ვახერხებთ. მიმაჩნია, რომ კანონმდებლობის შემოღებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. მთავრობა უნდა დაგვეხმაროს და ჯანსაღ კონკურენციას შეუწყოს ხელი. თუკი ეს საკითხი მოგვარდება, შეიძლება წარმოება გავაგრძელოთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ გვაქვს", - უთხრა report.ge-ს დირექტორმა 5 თვის წინ.

ქარხნის მენეჯმენტისთვის მთავრობის დღევანდელი ინიციატივა მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც "აგარის ქარხნის" დირექტორმა  report.ge-ს განუცხადა, მას წარმოების აღსადგენად 2 თვე მაინც დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „აგარის შაქარმა“ წარმოება 2016 წლის ნოემბერში გააჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system