თავში

"აგარის შაქარი" ისევ ამუშავდა

"აგარის შაქარი" ისევ ამუშავდა
აგარის შაქარი ისევ ამუშავდა

„აგარის შაქარმა“ სრული დატვირთვის მუშაობა 1 აპრილიდან განაახლა. როგორც ქარხნის მენეჯმენტში report.ge-ს განუცხადეს, ქარხანამ მუშაობის განახლება  სახელმწიფოს მხარდაჭერით მოახერხა. ქარხანა წლის ბოლომდე 70 000 ტონა შაქრის ნედლეულის გადამუშავებას გეგმავს. როგორც report.ge-ს ,,აგარის შაქრის" გენერალურმა დირექტორმა ალხან ალიზადემ აცნობა, მთავრობასთან მოლაქარაკებები წარმატებით დასრულდა და ყველა პირობაა იმისთვის, რომ ქარხანამ საქმიანობა მისთვის მისაღებ გარემოში გააგრძელოს. პირობები კი, როგორც ალიზადე აღნიშნავს, ზუსტად იგივეა, რაც შარშან იყო, -  გაზის ტარიფისა და ლოჯისტიკის მიმართულებით შეღავათები. კერძოდ, როგორც ალიზადე ამბობს, კომპანია ფასდაკლებით იღებდა ბუნებრივ გაზს და სარკინიგზო-ლოგისტიკურ მომსახურებას, რა შეღავათიც წელსაც ძალაში დარჩება. ქარხანა 500-მდე პირს ასაქმებს.

ბოლო რამდენიმე წელია, რაც აგარის ქარხანა პერიოდულად ამუშავდება და შემდეგ ისევ იხურება. ბოლოს ის ერთწლიანი გაჩერების შემდეგ, შარშან ივნისში ამოქმედდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე თვით. "აგარის შაქარმა" სახელმწიფოს მხარდამჭერი ღონისძიებების ამოწურვის შედეგად საქმიანობა გასული წლის 31 დეკემბერს შეაჩერა და მენეჯმენტნმა ეს პანდემიური კრიზისით ახსნა. 

"კრიზისით გამოწვეული, გეგმიური გაჩერება იყო. იმედია, წელს ეს საფრთხე არ დაგვემუქრებ," - განუცხადა report.ge-ს ,,აგარის შაქრის" გენერალურმა დირექტორმა ალხან ალიზადემ.

ამჯერად ქარხანამ კვლავ სახელმწიფოს დახმარებით ამოქმედება სამთვვიანი გაჩერების შემდეგ შეძლო.

პირველად ქარხანამ მუშაობა 2017 წლის 1 ნოემბრიდან შეწყვიტა და საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა. უმუშევრად დარჩენილი ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც წარმოების ამოქმედებას მოითხოვდნენ ბიზნესომბუდსმენის აპარატის და პროფკავშირების ჩართულობით სახელმწიფოსთან მიღწეული შეთანხმების შედეგად 2018 წელს ქარხანა კონსერვაციის რეჟიმიდან გამოვიდა და ივნისში სრული დატვირთვით ამუშავდა, თუმცა, მაშინაც დროებით, - 31 დეკემბრამდე.

შაქრის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში დააანონსა.

ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილება მთავრობამ აგარაში წარმოების განახლებით გადაწყვიტა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, აგარაში შაქრის წარმოების განახლებით შაქრის ადგილობრივი მოთხოვნა 50%-ით დაკმაყოფილდება.

შეგახსენებთ, "აგარის შაქარში" აზერბაიჯანული კაპიტალია ჩადებული. ის აზერბაიჯანული Azersun Holding- ის საკუთრებაშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system