თავში

"აგარის შაქარი" ივნისში სრული დატვირთვით ამუშავდება

"აგარის შაქარი" ივნისში სრული დატვირთვით ამუშავდება
აგარის შაქარი ივნისში სრული დატვირთვით ამუშავდება

აგარის შაქრის საწარმოში მიმდინარე სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, აგარის შაქრის კომბინატში ამჟამად რემონტი მიმდინარეობს და ივნისის დასაწყისში სრული დატვირთვით ამუშავდება.

მინისტრ თურნავას განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ 500 აგარაში მცხოვრები ოჯახი მიიღებს შემოსავალს და სამსახურს.

ნათია თურნავას თქმით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა "ოცნების ხელისუფლების" პრიორიტეტია.

„აგარის შაქარის კომბინატი ეს არის ისტორიული ქართული საწარმო, რომელიც გაშვებულია გასული საუკუნის 30-იან წლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენი სტრატეგიის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია ადგილობრივი ქართული წარმოების აღორძინება და საკუთარი ბაზრის საკუთარი სიმძლავრეებით მომარაგება, შევძელით მისი მუშაობის განახლება. ახლა დაწყებული არის რემონტი და უკვე ივნისის დასაწყისში ქარხანა ამუშავდება სრული დატვირთვით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ადგილობრივი ბაზრის დიდი ნაწილი მომარაგდება ქართული წარმოების შაქრით. ეს ნიშნავს, რომ 500 აგარაში მცხოვრები ოჯახი მიიღებს შემოსავალს და სამსახურს. ზოგადად, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი პროექტები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, სადაც ჩვენ საკუთარი წარმოებით შექმნილ პროდუქციას ისევ წარმოვადგენთ ბაზარზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, აგარაში შაქრის წარმოების განახლებით შესაძლებელია შაქრის ადგილობრივი მოთხოვნა 50%-ით დაკმაყოფილდეს.

მთავრობამ "აგარის ქარხნის" წარმოების მხარდაჭერა ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში დააანონსა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „აგარის შაქარმა“ წარმოება 2016 წლის ნოემბერში გააჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system