თავში

,,აგარის შაქარი" წელს 70 ათას ტონა ნედლეულის გადამუშავებას გეგმავს

,,აგარის შაქარი" წელს 70 ათას ტონა ნედლეულის გადამუშავებას გეგმავს
,,აგარის შაქარი წელს 70 ათას ტონა ნედლეულის გადამუშავებას გეგმავს

მარტიდან ,,აგარის შაქრის" მწარმოებელი ქარხანა სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს, ხოლო უკვე აპრილიდან საწარმოო პროცესი განახლდება. დაგეგმილია, რომ წლის ბოლომდე ქარხანამ 70 000 ტონა შაქრის ნედლეული გადაამუშავოს. როგორც report.ge-ს ,,აგარის შაქრის" გენერალურმა დირექტორმა ალხან ალიზადემ აცნობა, მთავრობასთან მოლაქარაკებები წარმატებით დასრულდა და ყველა პირობაა იმისთვის, რომ ქარხანამ საქმიანობა მისთვის მისაღებ გარემოში გააგრძელოს. პირობები კი, როგორც ალიზადე აღნიშნავს, ზუსტად იგივეა, რაც შარშან იყო, როცა წარმოებას გახნის შესაძლებლობა მიეცა.

კერძოდ, როგორც ალიზადე ამბობს, კომპანია ფასდაკლებით იღებდა ბუნებრივ გაზს და სარკინიგზო-ლოგისტიკურ მომსახურებას, რა შეღავათიც წელსაც ძალაში დარჩება.

,,მარტიდან დავიწყებთ სარემონტო სამუშაოებს ქარხანაში, ხოლო აპრილიდან იგეგმება სრული დატვირთვით ქარხნის ამუშავება, დასაქმდება 500-მდე პირი. ქარხანა იმუშავებს წლის ბოლომდე და დაგეგმილია 70 000 ტონამდე შაქრის ნედლეულის გადამუშავება. მტავრობის მხრიდან ყველა პირობაა შექმნილი, რომ შუფერხებლად გავაგრძელოთ საქმიანობა, შეღავათები ძალაშია, ზუსტად იგივე, რაც 2020 წელს იყოს წარმოებასთან დაკავშირებით - გაზის ტარიფისა და ლოჯისტიკის მიმართულებით შეღავათები, რითაც ვისარგებლებთ. თუმცა შარშან იძულებული გავხდით საქმიანობია შეგვეჩერებინა. კრიზისით გამოწვეული, გეგმიური გაჩერება იყო. იმედია, წელს ეს საფრთხე არ დაგვემუქრება", - ამბობს ალიზადე. 

ცნობისთვის, შეღავათების ვადა, რომელიც "აგარის შაქარს" ხელისუფლებამ 2020 წელს წარმოების სტიმულირების მიზნით დაუწესა, 31 დეკემბერს ამოიწურა. ეს დრო ქარხნის სრული დარვირთვით ასამუშავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და „აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა. 

პირველად მუშაობა  ქარხანამ 2017 წლის 1 ნოემბრიდან შეწყვიტა და საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა. უმუშევრად დარჩენილი ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც წარმოების ამოქმედებას მოითხოვდნენ ბიზნესომბუდსმენის აპარატის და პროფკავშირების ჩართულობით სახელმწიფოსთან მიღწეული შეთანხმების შედეგად 2018 წელს ქარხანა კონსერვაციის რეჟიმიდან გამოვიდა და ივნისში სრული დატვირთვით ამუშავდა, თუმცა დროებით - 31 დეკემბრამდე. 

შაქრის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში დააანონსა.

ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილება მთავრობამ აგარაში წარმოების განახლებით გადაწყვიტა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, აგარაში შაქრის წარმოების განახლებით შაქრის ადგილობრივი მოთხოვნა 50%-ით დაკმაყოფილდება.

შეგახსენებთ, "აგარის შაქარში" აზერბაიჯანული კაპიტალია ჩადებული. ის აზერბაიჯანული Azersun Holding- ის საკუთრებაშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system