თავში

"აგარის შაქარმა" წარმოება ვერ განაახლა

"აგარის შაქარმა" წარმოება ვერ განაახლა
აგარის შაქარმა წარმოება ვერ განაახლა

აგარის შაქრის ქარხანა წარმოებას ვერ აგრძელებს. ქარხნის დირექტორის ალხან ალიზადეს თქმით, იაფად შემოტანილ პროდუქტს ვერ უწევენ კონკურენციას, რის გამოც წარმოებამ აზრი დაკარგა. როგორც მან report.ge-ს განუცხადა, წარმოებას პრობლემა თავის დროზე დემპინგმა შეუქმნა.

,,იმპორტიორების თვითნებური ფასების გამო დავზარალდით. ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასს შორის სხვაობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ პროდუქტის წარმოებას ვერ ვახერხებთ. მიმაჩნია, რომ კანონმდებლობის შემოღებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. მთავრობა უნდა დაგვეხმაროს და ჯანსაღ კონკურენციას შეუწყოს ხელი. ამიტომ კანონმდებლობის შემოღებას მივესალმები, ვიმედოვნებ, რომ  მთავრობა აღსრულების საკითხშიც პრინციპულობას გამოიჩენს და ბაზარს დემპინგური ფასებისგან დაიცავს. თუკი ეს საკითხი მოგვარდება, შეიძლება წარმოება გავაგრძელოთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ გვაქვს", -განაცხადა ალხან ალიზადემ.

ცნობისთვის, ანტინემდპინგური კანონის ამოქმედება შესაძლოა გადავადდეს.

ქართულ ბაზარზე შაქარი თითქმის ერთადერთი პროდუქტია, რომელიც  ბოლო პერიოდის განმავლობაში გაიაფდა. სუპერმარკეტებში 1 კგ. შაქრის ფასი საშუალოდ 1,45-1,50-ის ფარგლებშია. ამის მიზეზი შაქრის საერთაშორისო ღირებულებაა. 

შაქრის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემით, გლობალურ ბაზრებზე 1 ტონა პროდუქტის ღირებულება 340 დოლარის ფარგლებშია.1 თვის წინ შაქარი 5 დოლარით ნაკლებ ფასად ივაჭრებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system