თავში

აღდგება თუ არა საზღავაო მიმოსვლა აფხაზურ მხარესთან - Exclusive

აღდგება თუ არა საზღავაო მიმოსვლა აფხაზურ მხარესთან - Exclusive
აღდგება თუ არა საზღავაო მიმოსვლა აფხაზურ მხარესთან - Exclusive

პარლამენტში დარეგისტრირდა ინიციატივა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ერთიან ეკონომიკაში ჩართვას გულისხმობს. ცვლილება საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლში შედის. როგორც საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, კანონპროექტი ითვალისწინებს, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საზღვაო სივრცეში) წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება განახორციელოს, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებით/მიმართულებიდან, ასევე, ბათუმის და ფოთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით ან/და პირიქით, შესაბამისი საზღვაო ნავსადგურების გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიული წყლების მეშვეობით.

სპეციალისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს კანონპროექტი არის შესაძლებლობა აღდგეს საზღვაო მიმოსვლს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზურ მხარეს შორის. როგორც ბიზნესის სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი Report.ge-ს უხსნის, რომ თუ ასე მოხდა, არამხოლოდ უსაფრთხო და სასიკეთო იქნება, არამედ იქნება კომერციულად მიმზიდველიც. აღდგება თუ არა საზღვაო მიმოსვლა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთს შორის, აკაკი ჩარგეიშვილი გვპასუხობს.

„საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა გვქონდეს. თუ გემი შემოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ის გემი, რომელიც ეკუთვნის კონკრეტულ კომპანიას. კონკრეტული კომპანია ქართული იურისდიქციით განსაზღვრული არის სპეციალური რეჟიმის საწარმოს სტატუსით, ლეგიტიმაცია გაცემულია ქართული კანონმდებლობით და აქედან გამომდინარე, იგულისხმება,რომ მისი დროშა არის ქართული. გემი არის ფაქტი, რომელიც ბალანსზე ერიცხება სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე კომპანიას,“ - განმარტავს აკაკი ჩარგეიშვილი. შესაძლებელი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ლეგიტიმური პირი,რომელიც დაკავებულია მაგალითად თევზის რეწვით საზღვაო ეკვატორიით შემოვიდეს ფოთის ან ბათუმის პორტში და იქ მოპოვებული თევზი შემოიტანოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს არის საკანონმდებლო ჩარჩო,რომელიც 2018 წლის ზაფხულში შეიქმნა. შესაბამისად, საქონლის გადმოტანა დიდი ხანია ლეგიტიმურად შეიძლება. ამ ჭრილში თუ შევხედავთ ჩვენ საზღვაო მიმოსვლის ნაწილს, აქ იურისდიქცია ვიწროვდება და ეს ეხება კონკრეტულად სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე კომპანიას რომელიც ქართული კანონის იურისდიქციის ქვეშ იმოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე," - ამბობს იურისტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system