თავში

აგრარული პოლიტიკა პროაქტიულად გაგრძელდება

აგრარული პოლიტიკა პროაქტიულად გაგრძელდება
აგრარული პოლიტიკა პროაქტიულად გაგრძელდება

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, განცხადებით, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 40 %-ზე მეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობის სექტორში ძირითადად თვითდასაქმებულია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 75%, მათი შემოსავალი კი 20%-ით ნაკლებია ქალაქში მცხოვრები ადამიანების საშუალო შემოსავალთან, სწორედ ამიტომაც ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო სოფლის მეურნეობის სექტორში თანმიმდევრული რეფორმები და მან იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებას განახლებული ენერგიით პროაქტიულად გააგრძელებს.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კარგად ესმის აგროწარმოების პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობა, როგორიცაა, მცირემიწიანობის პრობლემის გადაჭრა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა თუ ტექნიკით უზრუნველყოფა, პირველადი და მეორეული წარმოებების ხელშეწყობა, შესაბამისად გაზრდილი პროდუქტიულობა სოფლის მეურნეობაში, რომელიც უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს სოფელში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს“, - ამბობს ნინო წილოსანი საზოგადოებას ახსენებს, რომ წლების წინ, სწორედ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის წინა პრემიერობის დროს დაიწყო და გაფართოვდა შეღავათიანი აგრო კრედიტი, დანერგე მომავალი, აგრო დაზღვევა და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამები სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად.

გუშინ საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. მთავრობის შემადგენლობას 89-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი, 2 დეპუტატი წავიდა.

მინისტრთა განახლებული კაბინეტი ასე დაკომპლექტდა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system