თავში

"აგრო ტურიზმს" ჩვენს ქვეყანაში დიდი პოტენციალი აქვს-მინისტრის მოადგილე

"აგრო ტურიზმს" ჩვენს ქვეყანაში დიდი პოტენციალი აქვს-მინისტრის მოადგილე
აგრო ტურიზმს ჩვენს ქვეყანაში დიდი პოტენციალი აქვს-მინისტრის მოადგილე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აგრო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women ორგანიზებით გაიმართა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და სწრაფად მზარდი სექტორია.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კერძო ინიციატივებს, რათა მათ განავითარონ არსებული და შექმნან ახალი ტურისტული პროდუქტები. გარდა ამისა, ჩვენი ტურისტული სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა და ექსკლუზიური და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება. ერთ-ერთ ასეთ ტურისტულ მიმართულებად აგრო ტურიზმი განიხილება, სადაც ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system