თავში

აგრობიზნესზე 8.5 მილიონ ლარზე მეტი132 სასოფლო-სამეურნეო გრანტი გაიცა

აგრობიზნესზე 8.5 მილიონ ლარზე მეტი132 სასოფლო-სამეურნეო გრანტი გაიცა
აგრობიზნესზე 8.5 მილიონ ლარზე მეტი132 სასოფლო-სამეურნეო გრანტი გაიცა

პანდემიის შედეგად საქართველოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ და ფერმერთა მხარდასაჭერად, ევროკავშირმა, FAO-სთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საგრანტო თანადაფინანსების პროგრამები გამოაცხადა. 

როგორც report.ge-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, 2020 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდში, სოფლად ფერმერებზე, მეწარმეებზე და მცირე და საშუალო ბიზნესზე 8.5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის 132 სასოფლო-სამეურნეო გრანტი გაიცა. საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში ფერმერებს სარწყავი სისტემები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები გადაეცათ. პანდემიის საპასუხოდ გაცემული თანადაფინანსების გრანტები ევროკავშირისა და FAO-ს ფართომასშტაბიანი საგრანტო ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) ფარგლებში 2019 წლიდან ხორციელდება.

„FAO და ევროკავშირი ქართველი ფერმერების და მწარმოებლების მხარდაჭერას განაგრძობს. ჩვენ პანდემიის დროსაც არ შეგვიჩერებია მუშაობა, პირიქით, საგრანტო განაცხადები კიდევ უფრო დაჩქარებულად განვიხილეთ და სასოფლო-სამეურნეო კაპიტალური ინვესტიციები ბენეფიციარებ დროულად გადავეცით. ჩვენ კარგად გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა ფერმერებისთვის, რათა მათ საკმარისი საკვების წარმოება შეძლონ და ქვეყანას სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარონ, რაც Covid-19-ის პირობებში უდიდესი გამოწვევაა,“ – ამბობს საქართველოში FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორი, ხავიერ სანს ალვარესი.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. საზოგადოება იძულებული გახდა შეეცვალა ყოველდღიურობა და მორგებულიყო ახალ რეალობას. მრავალ ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დადგა ადამიანთა სურსათით უზრუნველყოფის საკითხი. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2019 წლის მონაცემებით, Covid-19-ის პანდემიამდე თითქმის 690 მილიონ ადამიანს არ მიუწვდებოდა ხელი საკმარის საკვებზე. FAO-ს უახლეს ანალიზზე დაყრდნობით, პანდემია ამ სტატისტიკას კიდევ საშუალოდ 132 მილიონ ადამიანს შემატებს მსოფლიოში. გარდა ამისა, 4.5 მილიარდ ადამიანზე მეტი მსოფლიოში უშაუალოდ დამოკიდებულია აგროსურსათის წარმოებაზე, რათა გამოკვებოს საკუთარი ოჯახი. ეს მონაცემები კიდევ ერთელ შეგვახსენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პანდემიისას, აგროსფეროს გაძლიერება და ხელშეწყობა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system