თავში

აგროდაზღვევა კვლავ დაბალ დონეზეა

აგროდაზღვევა კვლავ დაბალ დონეზეა
აგროდაზღვევა კვლავ დაბალ დონეზეა

აგროდაზღვევაში ზრდის ტრენდის მიუხედავად, მოთხოვნა სადაზღვევო პროდუქტების მიმართ კვლავ დაბალ დონეზე რჩება. როგორც აგრარული სფეროს სპეციალისტი, პროფესორი პაატა აროშიძე ამბობს, ფერმერულ მეურნეობებშიც კი შეიჩნევა პრობლემა, ხოლო მცირე საკარმიდამო ნაკვეთების მფლობელი გლეხები დაზღვევით მასიურად არ სარგებლობენ. მიზეზად აროშიძე საქართველოში დაზღვევის კულტურის დაბალ დონეს მიიჩნევს.

,,დაზღვევის დაბალ დოენს განაპირობებს უნდობლობა ფერმერების მხრიდან, ინტერესი არ არის. საქართველოში ნებაყოფლობითი დაზღვევის ინსტიტუტია, რომელიც ნაკლებად ამართლებს. ეს ეხება არა მარტო აგრარულ სექტორს, ჯანმრთელობის თუ ქონების დაზღვევის სეგმენტსაც, ყველა მიმართულებით შეიმჩნევა პრობლემა. დაზღვევა არ არის გავრცელებული ისე, როგორც ევროპის ქვეყნებში. ფერმერების განწყობა შემთხვევით არ ვახსენე, არ ენდობიან სადაზღვევო კომპანიებს, რადგან ფიქრობენ, რომ არასოდეს მოუწევთ ფორსმაჟორული სიტუაცია, როცა დამზღვევი ფულს გადაიხდის. ამ დროს ფორსმაჟორი სიტუაცია ხშირია სოფლის მეურნეობაში. გართულებული კლიმატური პირობები, გახშირებული გვალვა, მეწყერი, სეტყვა და სხვა. დაზღვევის შემთხვევაში, გლეხს მომავალი გარანტირებული აქვს. თუმცა დაზღვევა წმინდა საბაზრო კანონებს ნაკლებად ექვემდებარება, გარემოპირობები ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია", - ამბობს აროშიძე report.ge-თან და დასძენს, რომ დაბალი მოთხოვნის მიუხედავად, დინამიკა გაუმჯობესებისკენ მიდის და ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება.

,,დაზღვევის მაჩვენებელი დაბალია, მაგრამ საყურადღებოა იმით, რომ დინამიკა გაუმჯობესებისკენ მიდის. მთავარია, ტემპი შენარჩუნდეს და მომავალშიც გაიზარდოს. ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება. გლეხს, რომელსაც მცირე მიწის ნაკვეთი აქვს და ცდილობს წლიდან წლამდე მოიყვანოს მოსავალი, კომერციული ინტერესი არ აქვს. შესაბამისად, დაზღვევისთვის თავს არ შეიწუხებს. ბევრს მოსავლის დაზღვევა ფულის ტყუილ ხარჯვად მიაჩნია, ეს განწყობა გამჯდარია მოსახლეობაში. ამ უნდობლობის აღმოფხვრის საწინდარი შეიძლება გახდეს სადაზღვევო პოლისების რაოდენობრივი ზრდა. თვის დროზე ნდობით და პასუხისმგებლობით რომ მოკიდებოდა საზოგადოება, დღეს საქართველოში დაზღვევაა სრულიად მაღალ დონეზე იქნებოდა", - აღნიშნავს აროშიძე.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 11 სექტემბრის მონაცემებით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 17,000-მდე პოლისი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 %-ით მეტია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system