თავში

აგროდაზღვევის პროგრამაში შესატან ცვლილებებს ამზადებენ

​აგროდაზღვევის პროგრამაში შესატან ცვლილებებს ამზადებენ
აგროდაზღვევის პროგრამაში შესატან ცვლილებებს ამზადებენ

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აგროდაზღვევის არსებულ პროგრამას გადახედავს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს. ამის შესახებ მემორანდუმი მათთან სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ გააფორმა.

შეთანხმების მიხედვით, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უნდა შეიმუშაოს რჩვები და საერთაშორისო გამოცდილება გაუზიაროს სამინისტროს ქვედანაყოფს.

მემორანდუმს ხელი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა მოაწერეს.

როგორც report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, უზრუნველყოფს აგროდაზღვევის სფეროს განვითარების ხელშეწყობას, საუკეთესო გამოცდილებისა და დაზღვევის სფეროში დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system