თავში

აგროდაზღვევის პროგრამით დაზღვეული ფართობი 31%-ითაა გაზრდილი

​აგროდაზღვევის პროგრამით დაზღვეული ფართობი 31%-ითაა გაზრდილი
აგროდაზღვევის პროგრამით დაზღვეული ფართობი 31%-ითაა გაზრდილი

2020 წელს 2019 წელთან შედარებით 31%-ითაა გაზრდილი აგროდაზღვევის პროგრამით დაზღვეული ფართობი, რაც 18,000 ჰა-ს აჭარბებს. პროგრამის ფარგლებში გაცემულია 17,532 პოლისი. სააგენტოს სუბსიდიის თანხა 8 მლნ ლარს აჭარბებს. - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. 

მისივე განმარტებით, აგროდაზღვევის პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა. ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა კლიმატური რისკების დადგომისას დაიცვან საკუთარი შემოსავალი.

"აგროდაზღვევის პროგრამა განიცდის განახლებებს და ფერმერთა ინტერესებზე მეტად მორგებული ხდება, 2020 წელს განხორციელებული ცვლილებით, მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, აგროდაზღვევა სამწლიანი გახდა. 2014 წლიდან დღემდე, 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვი სანაზღაურებული ზარალი 44 მლნ ლარს აღემატება. სოფლის მეურნეობის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა დაზღვევის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის ხელმისაწვდომობაა. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერები მოსავალს მოსალოდნელი სტიქიისგან (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და ციტრუსისთვის საშემოდგომო ყინვა) აზღვევენ," - აცხადებს დავითაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system