თავში

აგროდიზელის პროგრამით "სოკარი" კმაყოფილია - EXCLUSIVE

​აგროდიზელის პროგრამით "სოკარი" კმაყოფილია - EXCLUSIVE
აგროდიზელის პროგრამით სოკარი კმაყოფილია - EXCLUSIVE

აგროდიზელის პროგრამით "სოკარი" კმაყოფილია. ამის შესახებ report.ge-ს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორმა ლევან გიორგაძემ განუცხადა. მისი შეფასებით, პროგრამა წარმატებით მუშაობს და უამრავმა ფერმერმა შეღავათიან ფასად აგროდიზელი უკვე შეიძინა.

"აგროდიზელის პროგრამით "სოკარი" კმაყოფილია.პროგრამა ჩვენი შეფასებით წარმეტებით მუშაობს. უამრავ ფერმერს მიეცა შესაძლებლობა შეღავათიან ფასად შეიძინოს საწვავი," - ამბობს ლევან გიორგაძე.

შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 11 სექტემბრის მონაცემებით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით,118,800-ზე მეტმა ბენეფიციარმა 32,000 ტონამდე მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო.

უწყების განმარტებით, იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები ჯამურად, 3,900,000 ლარამდე თანხა დაზოგეს.

როგორ აღმოჩნდა "სოკარი" აგროდიზელის პროგრამაში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა. ლევან დავითაშვილის თქმით, სამინისტროს გამოცხადებულ ღია კონკურსში "სოკარმა" საუკეთესო პირობები დადო, რის გამოც სამინისტრომ მისი პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა. მინისტრის განმარტებით, "სოკარი" ფერმერებს სპეც.პირობებს სთავაზობს და ამისთვის ბიუჯეტის ფული არ იხარჯება.

"სოკარის" ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერებისთვის სპეციალური წესები მოქმედებს:  ყველა ფერმერი 1 ივლისამდე შეძლებს გაანაღდოს კუთვნილი საწვავის ფასდაკლების ბარათების 20%, არანაკლებ 100 ლიტრისა. თუ მისაღები დიზელის საწვავის ოდენობა 100 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები შეძლებენ საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად გამოყენებას. 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე, შესაძლებელი იყო დიზელის ფასდაკლების ბარათების დამატებით 20%-ის განაღდება, არანაკლებ 300 ლიტრისა. თუ კუთვნილი საწვავის ოდენობა 300 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად განაღდებას შეძლებენ, ხოლო 1 სექტემბრიდან, მათ ნებისმიერი რაოდენობის დიზელის ფასდაკლების ბარათების გამოყენების შესაძლებლობა აქვთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system