თავში

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაზე საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯება

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაზე საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯება
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაზე საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ფერმერებისთვის აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაზე საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯება. მინისტრი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში კომპანიასთან შეთანხმებას მოეწერება ხელი და აღნიშნული პროგრამა, რომლის საშუალებითაც გლეხებს დიზელის შეღავათიან ფასად შეძენა შეეძლებათ, მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

„ამ შემთვევაში ჩვენ საბიუჯეტო ხარჯების გაწევა არ გვიწევს. ამ კვირის განმავლობაში კომპანიასთან იქნება პირობებზე სპეციალური შეთანხმება. ესაა სპეციალური შეღავათი ფერმერებისთვის, პროგრამა რომელიც მათთვის არა მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი, არამედ მომავალშიც იარსებებს და ჩვენს ფერმერებს კონკურენტუნარიანობაში დაეხმარება“,-განაცხადა მინისტრმა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია აგროდიზელით ხელშეწყობა. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ 0.25 ჰა-დან და 100 ჰა ჩათვლით, რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელი პირები. პროგრამის მიხედვით, ბენეფიციარებს დაურიგდებათ ავტოგასამართი კომპანიის ტალონები, რითიც შეძლებენ დიზელის შესყიდვას, შეღავათიან ფასად.

ერთწლიანი კულტურების წარმოებას სესხების პროცენტს მთავრობა დაუფარავს.

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე მთავრობა 10 მილიონი ლარს დახარჯავს.

სამთავრობო დახმარებისა და შეღავათების მიღების პირობა არის რეგისტრირებული მიწის ფლობა, ანუ დახმარებებს და შეღავათებს მხოლოდ რეგისტრირებული მიწის მფლობელი ფერმერები მიიღებენ.

ცნობისთვის, რეგისტრირებულ ერთ ჰექტარზე მთავრობა ფერმერს 850-დან 1 700 ლარამდე დაეხმარება.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა 200 ათას ფერმერს 300 მილიონი ლარით დაეხმარება.

ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

ყველა ფერმერი 2020 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ საირიგაციო, ანუ სარწყავი წყლის, გადასახადისგან.

ფერმერთა საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია.

პრემიერმა განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.

მთავრობა მცირემიწიან ფერმერებსაც დაეხარება.

მესათბურე ფერმერებს კი ხელისუფლება ხარჯების ნახევარს დაუფინანსებს, ხოლო კოოპერატივებს ხელისუფლება მაქსიმუმ 25 000 ლარით დააფინანსებს.

ფერმერები ისარგებლებენ საბანკო შეღავაღებითაც.

ცნობისთვის, პრემიერი ფერმერებს მიწების რეგისტრირებას სთხოვს. მისივე პროგნოზით, ქვეყანაში, 3 წლის განმავლობაში, სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა.

შეგახსენებთ, ყველა ფერმერს, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, მიწის რეგისტრაცია უფასოდ შეეძლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system