თავში

აგროდიზელზე ფერმერებმა 3 მლნ-მდე ლარი დაზოგეს

აგროდიზელზე ფერმერებმა 3 მლნ-მდე ლარი დაზოგეს
აგროდიზელზე ფერმერებმა 3 მლნ-მდე ლარი დაზოგეს

10 ივლისის მონაცემებით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, უკვე 90,000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. 

ფერმერებმა 25,000 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღეს.

იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 3 მლნ-მდე ლარი დაზოგეს.

ამის შესახენ REPORT.GE-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

შეგახსენებთ, აგრობარათებისა და დიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება გამარტივდა. 7 ივლისიდან აგრობარათისა და დიზელის ფასდაკლების ბარათის მისაღებად, ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ სხვა თანამესაკუთრეების წერილობითი თანხმობა უნდა წარმოადგინოს. თანხმობის შინაარსისა და ხელმოწერის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე. ბარათების მიღება შესაძლებელია ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის, ან ყველა თანამესაკუთრის გამოცხადდების შემთხვევებშიც.

აგრობარათების მისაღებად, ფერმერებმა, ბანკში მისვლამდე, პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე - myliberty.ge უნდა გადაამოწონ; ბანკში ვიზიტის დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც.

პროგრამის ფარგლებში, ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერთა ორგანიზებული მომსახურების პროცესის შენარჩუნებისთვის, ძალაშია დადგენილი წესი - 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე, შესაძლებელია დიზელის ფასდაკლების ბარათების 20%-ის განაღდება, არანაკლებ 300 ლიტრისა. თუ კუთვნილი საწვავის ოდენობა 300 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად განაღდებას შეძლებენ, ხოლო 1 სექტემბრიდან, მათ ნებისმიერი რაოდენობის დიზელის ფასდაკლების ბარათების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system