თავში

აგროდიზელზე ფერმერებმა 4,3 მლნ ლარამდე დაზოგეს

აგროდიზელზე ფერმერებმა 4,3 მლნ ლარამდე დაზოგეს
აგროდიზელზე ფერმერებმა 4,3 მლნ ლარამდე დაზოგეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 9 ოქტომბრის მონაცემებით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით,122,000-მდე ბენეფიციარმა 32,000 ტონამდე მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. 

უწყების განმარტებით, იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები ჯამურად, 4,3 მლნ ლარამდე თანხა დაზოგეს.

შეგახსენებთ, აგრობარათებისა და დიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება გამარტივდა. 7 ივლისიდან აგრობარათისა და დიზელის ფასდაკლების ბარათის მისაღებად, ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ სხვა თანამესაკუთრეების წერილობითი თანხმობა უნდა წარმოადგინოს. თანხმობის შინაარსისა და ხელმოწერის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე. ბარათების მიღება შესაძლებელია ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის, ან ყველა თანამესაკუთრის გამოცხადდების შემთხვევებშიც.

აგროდიზლის ბარათების მისაღებად, ფერმერებმა, ბანკში მისვლამდე, პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე - myliberty.ge უნდა გადაამოწონ; ბანკში ვიზიტის დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

დიზელს შეღავათიან ფასში ფერმერებს "სოკარი" აწვდის. კომპანია აგროდიზელის პროგრამით კმაყოფილია. კომპანია ფერმერებს სპეც.პირობებს სთავაზობს და ამისთვის ბიუჯეტის ფული არ იხარჯება.

როგორ აღმოჩნდა "სოკარი" აგროდიზელის პროგრამაში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა. ლევან დავითაშვილის თქმით, სამინისტროს გამოცხადებულ ღია კონკურსში "სოკარმა" საუკეთესო პირობები დადო, რის გამოც სამინისტრომ მისი პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა.

"სოკარის" ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერებისთვის სპეციალური წესები მოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system